ის რაც ყველას აინტერესებს

  1. 1
    რა არის Global TV?
    2006 წლიდან გლობალ TV გთავაზობთ მაღალ რეიტინგულ არხებს ციფრული ხარისხით და სტერეო ხმით. სიგნალის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ინდივიდუალურად დამონტაჟდეს თეფში და მიმღები (რესივერი) ნებისმიერი მოდელის ტელევიზორზე. აღსანიშნავია, რომ სიგნალი არ არის დამოკიდებული ინტერნეტზე , ტელეფონსა ან სხვა საკომუნიკაციო სისტემაზე. აბონენტების კომფორტისათვის შექმნილია 24 საათიანი ცხელი ხაზი, სადაც ნებისმიერ დროს დახმარებას გაგიწევენ კვალიფიცირებული ოპერატორები და ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები.
  2. 2
    როგორ ჩავერთო?
    შეკვეთის მიღება შესაძლებელია ცხელ ხაზზე - 2 471212 ან მომსახურების ცენტრებში. შეკვეთის მიღების შემდეგ მომსახურების ჯგუფი თქვენთან წინასწარ შეთანხმებულ დროს გეწვევათ და დაამონტაჟებს მაუწყებლობის სიგნალის მისაღებად საჭირო აპარატურას: სატელიტურ თეფშსა და მიმღებს (რესივერს). მონტაჟის განხორციელებიდან პირველი თვის განმავლობაში შესაძლებლობა გეძლევათ სატესტო რეჟიმში უყუროთ 126 არხს სააბონენტო გადასახადის გარეშე. სატესტო პერიოდის დასრულების შემდეგ კი არჩევანი უნდა გააკეთოთ სამაუწყებლო პაკეტებს შორის, რომელთა ყოველთვიური სააბონენტო ღირებულება მერყეობს 10 - 37 ლარამდე. აპარატურა რჩება კომპანიის საკუთრებაში და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პერიოდში გადმოდის თქვენს დროებით სარგებლობაში. მონტაჟის ერთჯერადი გადასახადი შეადგენს 30 ლარს.
  3. 3
    სააბონენტოს გადახდა
    ყოველთვიური სააბონენტოს გადასახდელად შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ გადარიცხვის სისტემით სახლიდან გაუსვლელად, გამოიყენოთ სწრაფი გადახდის აპარატები, განახორციელოთ ბანკიდან გადმორიცხვა ან ეწვიოთ ჩვენს სერვის ცენტრებს.
  4. 4
    ჩვენი სერვის ცენტრის მისამართები
    თბილისის სათაო ოფისი
    • აღმაშენებლის გამზ. 89/24 10 სართული
    • 2 47 12 12
    • info@globaltv.ge
    • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00-16:00

    სერვის-ცენტრი:
    • გოთუას ქ. ჩასახვევთან (სააკაძის მოედანი)
    • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 11:00-16:00

    ქუთაისის სერვის-ცენტრი:
    • შარტავას ქ. #2
    • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

    გორის სერვის-ცენტრი:
    • წერეთლის ქ. #33
    • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

    თელავის სერვის-ცენტრი:
    • თ.ბაგრატიონის ქ. #3
    • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 შაბათი 10:00-14:00

კითხვების შემთვევაში ისარგებლეთ ონლაინ დახმარების სერვისით