სერიალი გადის ყოვედღე ჟანრი: დრამა, მისტიკა, სერიალი რეჟისორი: ჯონ გრეი, ერიკ ლანიუვილი, ჯეიმს ფროული როლებში: ჯენიფერ ლავ ხიუიტი, დევიდ კონრადი, აიშა ტაილერი, კამრინ მენჰეიმი
აღწერა:
აჩრდილთან მოსაუბრე არის ემიზე ნომინირებული ამერიკული სატელევიზიო დრამა-ფანტასტიკა-ტრილერი, რომლის პრემიერაც არხ CBS-ზე 2005 წლის 23 სექტემბერს შედგა. შოუს შემქმნელია ჯონ გრეი. მთავარ როლებს ასრულებენ: ჯენიფერ ლავ ჰიუიტი, დევიდ კონრადი, კარინ მანჰაიმი, და ჯეი მორი. აგრეთვე აიშა ტაილერი, რომელიც 2006 წლამდე თამაშობდა სერიალში. აჩრდილთან მოსაუბრე ყოველ პარასკევ საღამოს გადის ეთერში.
შოუს სათაური დაკავშირებულია მთავარ გმირთან მელინდა გორდონთან (თამაშობს ჯენიფერ ლავ ჰიუიტი), რომელიც ცხოვრობს უცნაურ ქალაქში Grandview-ში ქმართან ჯიმთან (დევიდ კონრადი) ერთად და შეუძლია მკვდრებთან კონტაქტი და მათთან საუბარი. არსებობს რამდენიმე მსგავსი შოუ, სადაც ახალგაზრდა ქალს აქვს ზებუნებრივი ნიჭი, ესენია NBC-ის შოუ მედიუმი, და გაუქმებული შოუები ჯოანი არკადიიდან, თრუ ქოლინგი, 1-800-დაკარგული და ვონდერფოლსი.
"აჩრდილთან მოსაუბრის" მეორე სეზონის პრემიერა შედგა 22 სექტემბერს 2006 წლის და დამთავრდა 11 მაის 2007 წლის, რომელიც კვლავ იგივე დროს გადიოდა პარასკეობით. CBS-მა ოფიციალურად განაახლა შოუ და მისი პრემიერა 2007 წლის 28 სექტემბერს დანიშნა. სცენარისტების გაფიცვის გამო მხოლოდ 12 სერია გავიდა. ხოლო მას შემდეგ რაც მორჩა გაფიცვა, CBS-მ განაცხადა რომ შოუ 2008 წლის 4 აპრილს ახალი 6 სერიით დაბრუნდებოდა. 2008 წლიეს 15 თებერვალს CBS-მა გამოაცხადა აჩრდილთან მოსაუბირს მეოთხე სეზონი.
აჩრდილთან მოსაუბრის განმეორებით აჩვენებენ, არა მარტო ION სატელევიზიო არხზე, არამედ Sci Fi-ზე და WE TV-ზე.
2008 წლის 2 ივნის გამოცხადდა რომ ჯემი კენედი შეუერთდება სერიალს, რომელიც შეასრულებს ფსიქოლოგიის ფაკულეტეტის სტუდენტის ელის როლს, მეოთხე სეზონში და ჯეი მორი, პროფესორ რიკ პეინის როლის შემსრულებელი, რამდენიმე სერიაში გამოჩნდება მეოთხე საზონში და შემდეგ იგი დატოვებს სერიალს. აჩრდილთან მოსაუბრის მეოთხე სეზონი, სადაც 24 სერია შევა, დაიწყება 2008 წლის 3 ოქტომბერს.
განრიგი:
7 იანვარი 01:00 7 იანვარი 11:00 8 იანვარი 05:15 10 იანვარი 00:45 10 იანვარი 13:35 11 იანვარი 00:45 11 იანვარი 13:35 12 იანვარი 00:45 12 იანვარი 13:35 13 იანვარი 00:45